ქედაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში, პროგრამის გათვალისწინებით მოსახლეობა თავად ირჩევს რომელი პროექტი განხორციელდეს.
პროგრამის ბიუჯეტი ქედაში 750 000 ლარია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შეხვედრები 25 აპრილს დასრულდება რის შემდეგაც საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება და ტენდერები გამოცხადდება.