ხულოს მერიის ინფორმაციით, ხულოს მერის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დახმარება 150 მდე ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც ჯამში 72ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
თვითმმართველობაში განმარტავენ რომ აღნიშნული ფონდიდან ხდება მოქალაქეების დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ფინანსდებიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, მარტოხელები, თავშესაფრის არმქონე პირები, სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირები. სარეზერვო ფონდის სასტარტო ბიუჯეტი 2025 წელს 130 ათას ლარს შეადგენს.