ბათუმის სარაგბო კლუბი დღეს კიკეთის "იუნკერებს" დაუპირისპირდება

29 ნოემბერი 2019, 12:58 1824 ნახვა

დღეს საქართველოს რაგბის ჩემპიონატის დიდი 10-ის მეათე ტურის პირველი მატჩი ბათუმში გაიმართება. ბათუმის სარაგბო კლუბი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის დებიუტანტ კიკეთის ,,იუნკერებს’’ დაუპირისპირდება.

მატჩი დღეს 17:00 საათზე ბათუმის სარაგბო სტადიონზე დაიწყება. 9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მოქმედი ჩემპიონი ,,ბათუმი’’ 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ‘’იუნკერები’’ 15 ქულით მეერვე ადგილს იკავებენ. ბათუმელთა კონკურენტი რუსთავის ,,ხარები’’ 1 დეკემბერს საკუთარ მოედანზე ბოლნისის ,,ყოჩებს’’ შეხვდება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში