ხანძრის შედეგად შვიდი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

22 ნოემბერი 2019, 19:40 416 ნახვა

ხანძარი ხულოში, დაიწვა 7 სახლი, განადგურდა ზამთრის მარაგი.

ცეცხლი ახლომდებარე სახლებზე სწრაფად გავრცელდა. ხანძარს ექვსი ბრიგადა აქრობდა თუმცა ხის სახლების გადარჩენა ვერ მოხერხდა, ადგილობრივები რთული რელიეფური პირობების გამო სახანძრო მანქანების დაგვიანებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია თემს ერთი სახანძრო მანქანა მაინც ჰყავდეს, ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, თუმცა ადგილობრივების თქმით ასეთი სიტუაციებისთვის არსებული საკომპენსაციო თანხა საკმარისი არ არის, რასაც ეთანხმება ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეც, ამ მომენტისთვის დაზარალებულები, დროებით ქირით მეზობლებთან გადაიყვანეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი