ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ნაცმოძრაობას აჭარაში - თორნიკე რიჟვაძე 

18 ნოემბერი 2019, 12:48 8178 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მის 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში.  მისივე განცხადებით, ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა. 

''რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.  

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე: ''ანუ უმაღლეს საბჭოშიც არჩევნები შერეული წესით ჩატარდება? თორნიკე რიჟვაძემ ასე უპასუხა: ''როგორც გითხარით ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან''...

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. გაშლილია კარვებიც. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, რომელიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი