“და ჩვენ ვიცეკვეთ”- ინტერვიუ ფილმის რეჟისორთან

08 ნოემბერი 2019, 15:28 2084 ნახვა

,, მე ეს ფილმი სიყვარულითა და გულშემატკივრობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი“-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში რეჟისორი განვითარებულ პროცესებს. ლევან აკინი წერს, რომ ,, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით“.

მანამდე ლევან აკინი  ამერიკის ხმას მიცემულ ინტერვიუში ფილმის გადაღების დროს, საქართველოში შექმნილ სირთულეებზე ესაუბრა.  ამბობს, რომ  მსახიობებმა უარი თქვეს როლზე, კონკრეტულმა პირებმა ლოკაციები დაბლოკეს, და ყველაზე რთული პროცესი რაც გავიარეთ - საავტორო უფლებების მოპოვება ქართულ მუსიკაზე. მისი თქმით ,  როცა  ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მიიღეს   სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები., რომ   პრობლემები შეექმნათ მაშინაც, როცა ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ეძებდნენ,  სადაც უთხრეს, რომ ქართულ ცეკვაში გეი ბიჭები არ არიან. ქართული წარმოშობის რეჟისორი ყვება, რომ პრობლემები შეიქმნა  საქართველოში დაფინანსების კუთხითაც . ლევან აკინის თქმით, კულტურის სამინისტრომ უარი თქვა კანში ჯგუფის გასამგზავრებელი თანხაზეც, საუბარია  2500 ლარზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში