ანგისის დასახლებაში აბონენტებს წყლის მიწოდება ერთი საათით შეუწყდებათ

07 ნოემბერი 2019, 12:58 1115 ნახვა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ანგისის დასახლებას დღეს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება.  კერძოდ: ანგისის ქუჩას და ანგისის ჩიხებს. ინფორმაციას ''ბათუმის წყალი''ავრცელებს.

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.''-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში