რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ''ბორჯღალოსნებმა'' მარცხით დაიწყეს

23 სექტემბერი 2019, 16:18 595 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტურში ბორჯღალოსნები ძლიერ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 43:14 დამარცხდენ.


პირველი ნახევარი მეტოქის სრული უპირატესობით წარიმართა და უელსის გამარჯვებით 29:0 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და ორი ლელო და ორი გარდასახვა გამოიყენა.

მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დასრულდა. უელსმა 29 ქულიანი სხვაობით მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოები მამუკაშვილმა და ჩილაჩავამ დადეს, ორივე გარდასახვა კი აბჟანდაძემ გამოიყენა.

მსოფლიო პირველობაზე ბორჯღალოსნები ურუგვაის 29 სექტემბერს თბილისის დროით დილის 09:15 საათზე დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში