რა სიხშირით იცლება ნაგვის ბუნკერები ქობულეთში ?

29 ივლისი 2019, 21:29 779 ნახვა

მოსახლეობის და ტურისტების ნაწილი ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს მუშაობას უწუნებს. ამბობენ, რომ ურნები დღის პირველ ნახევარში უკვე გადავსებულია, მათი დაცლა კი ხშირად არ ხდება. ამასთან საუბრობენ სანაპირო ზოლის ინტენსიური დასუფთავების აუცილებლობაზე.

განსხვავებული ქობულეთის მერიის პოზიცია, აქ ირწმუნებიან, რომ სამსახური კარგად მუშაობს, ამასთან საჭიროების მიხედვით არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში 24-საათიან რეჟიმზეც გადაიყვანონ. სხვათაშორის გვითხრეს, რომ დღეს დაამატეს ერთი ნაგავმზიდი, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კი თანამშრომელთა რაოდენობა 101-ით გაზარდეს. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში