ბათუმში პროფესორის კაბინეტი დაარბიეს და მუქარის წერილი დაუტოვეს

09 ივნისი 2019, 19:15 2452 ნახვა

ქურდობის მცდელობის მუხლით   დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროფესორ  რამაზ სურმანიძის კაბინეტის დარბევის ფაქტზე.სატელევიზიო კომენტარზე რამაზ სურმანიძე   უარს ამბობს, თუმცა ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ დღეს დილით    დოკუმენტები არეული,  კომპიუტერი გადაგდებული და ოთახი  დარბეული დახვდა, კაბინეტში იყო ასევე  მუქარის  წერილი, სადაც ეწერა, რომ ყველაფერი ქარმა აურია და არ უნდა დაიწყოს დამნაშავის ძებნა,რადგან ცილისწამება  პატიმრობით ისჯება.

შენობაში  სამედიცინო - ეკოლოგიური ინსტიტუტის, ექიმთა საზოგადოებისა და ჩოხოსანთა კავშირის ოფისებია განთავსებული.   ობიექტს დაცვა არ ჰყავს.   ოფისიდან   არაფერია წაღებული .  რამაზ სურმანიძე მომხდარის   მიზეზს ვერ ხსნის და ამბობს, რომ მტრები არ ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში