სამძიმარი საფრანგეთს

21 აპრილი 2017, 00:00 1501 ნახვა

საფრანგეთის უშიშროების სამსახური ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ ვერ შეძლეს ისლამისტის თავდასხმის პრევენცია, როდესაც იგი ე.წ. შავ სიაში იყო და თებერვალში დააკავეს კიდეც. შანზ-ელიზეზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ქვეყნის პოლიციამ პარიზის რამდენიმე უბანში რეიდები ჩაატარა და თავდამსხმელის სამი ოჯახის წევრი დააკავა. ტერორისტად იდენტიფიცირებული ქარიმ შერფი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველ ექსტრემისტად იყო მიჩნეული. მედიაში ბოროტმოქმედის ფოტოც გავრცელდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი