იუვენტუსი 3-0 ბარსელონა [ვიდეო]

12 აპრილი 2017, 00:00 1767 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც ერთმანეთს იუვენტუსი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ.
თამაშის 7-ე  და 22-ე წუთებზე გატანილი გოლებით დიბალამ თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. 

მეორე ტაიმის 55-წუთზე კი იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა კიელინიმ თავური დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა.
თამაშის საბოლოო შედეგი: იუვენტუსი 3-0 ბარსელონა. 

განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს  ბარსელონაში გაიმართება.

მეორე თამაში კი დორმუნდის კლუბის ავტობუსის აფეთქების გამო გადაიდო, რომელიც 12 აპრილს თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება. 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში