1 გარდაცვლილი და 5 დაშავებული  -  შემთხვევა რიზეში 

10 აპრილი 2017, 00:00 10553 ნახვა

ერთი გარდაცვლილი და 5 დაშავებული. ავტო საგზაო შემთხვევა რიზეს ტრასაზე გუშინ თურქეთის დროით 3 საათზე მოხდა. მიკრო ავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა სახანძრო დახმარების მანქანას დაეჯახა. ამ დროისთვის ორ დაშავებულს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, როგოც ტრაპიზონის კონსული ამბობს, კრიტიკულია. დაშავებულები გუშინვე გენერალურმა კონსულმა და შუახევის გამგებლის მოადგილემ მოინახულეს. გარდაცვლილი გუშინ შუახევში გადაასვენეს. სხვა დაშავებულებიც შუახევის მკვიდრები არიან.

ამავე კატეგორიაში