აშშ-ის მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემები ჰაიმარსი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდეს, არაპირდაპირ, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთთან ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებზე. ამის შესახებ პენტაგონის ვებგვერდზეა ნათქვამი.
სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ემ-142 ტიპის ჰაიმარსის სისტემა ერთდროულად რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვების საშუალებას იძლევა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ასეთი რვა სისტემა, გასულ კვირას კი კიდევ ოთხის გაგზავნას დაჰპირდა.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჰაიმარსებს არ იყენებენ ფრონტის წინა ხაზზე, ეს სისტემები დიდ გავლენას ახდენენ ომის მიმდინარეობაზე“, - აცხადებს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რუსმა ოკუპანტებმა უკრაინასთან ომში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.
ამის გაკეთება ადვილი არ იყო და ახლა ოკუპანტების თავდასხმები შენელდა. 16 ივლისს პენტაგონმა განაცხადა, რომ არ აკონტროლებდნენ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ყველა სამხედრო დახმარება მხოლოდ რუსული აგრესიისგან დასაცავად გამოიყენება.