ლუვრის ძარცვის საქმე

03 ნოემბერი 2025, 11:19 117 ნახვა

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მძარცველებს ადგილზე დარჩათ ხელსაწყოები და სხვა პირადი ნივთები, საიდანაც პოლიციამ დნმ-ის კვალი და ანაბეჭდების ნიმუშები ამოიღო.

პარიზის სასამართლომ ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა. ეჭვმიტანილები დანაშაულში მონაწილეობას არ აღიარებენ.

ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე