აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

03 ნოემბერი 2025, 14:05 168 ნახვა

რვა ომი შევაჩერე, ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას – და ეს მოხდება – არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ყველაზე მარტივი მეგონა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან უფრო რთულია გამკლავება, ვლადიმერ პუტინთან თუ სი ძინპინთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ  ორივესთან. „ორივე ძალიან ძლიერი ლიდერია. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც თამაში არ ღირს  – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ჯო ბაიდენისგან მემკვიდრეობით მიიღო. 

ტრამპის თქმით, ომები ტარიფების დახმარებით შეაჩერა. მისივე ინფორმაციით, ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე