ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა - პიტ ჰეგსეტი

02 ნოემბერი 2025, 13:33 270 ნახვა

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მეგობრული და წარმატებული იყო და მხარეები მშვიდობის, სტაბილურობისა და კარგი ურთიერთობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ვთანხმდებით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი. სამხრეთ კორეაში პრეზიდენტ ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, ასევე პოზიტიური შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ადმირალ დონგ ჯუნთან მალაიზიაში. გუშინ ღამით კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ადმირალი და მე ვეთანხმებით, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მისმა ისტორიულმა „დიდი ორეულის შეხვედრამ“ აშშ-ისა და ჩინეთისთვის მარადიული მშვიდობისა და წარმატების ტონი შექმნა. ომის დეპარტამენტი იმავეს გააკეთებს – მშვიდობა ძალით, ურთიერთპატივისცემითა და პოზიტიური ურთიერთობებით. ადმირალ დონგთან ერთად ასევე შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ სამხედრო არხები კონფლიქტის დეესკალაციისა და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის დეესკალაციისთვის. მალე ამ თემაზე კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება. ღმერთმა დალოცოს როგორც ჩინეთი, ასევე აშშ“, – წერს პიტ ჰეგსეტი X-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე