საპროტესტო აქცია სერბეთში

03 ნოემბერი 2025, 09:50 282 ნახვა

სერბეთის პოლიციამ ბელგრადში, ეროვნული კრების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები „არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევაში“ მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, გუშინ ბელგრადში გამართულ აქციაზე სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია შაბათს დაიძაბა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია