იდენტიფიცირებულია 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში, 2022 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი რუსეთის არმიის 76-ე დივიზიის 234-ე საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე პოლკის წევრები არიან.
მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ბუჩის ოკუპაციის დროს 17 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, აწამეს და დანაშაულის დაფარვა გარდაცვლილთა ცხედრების დაწვით სცადეს.
უწყების ცნობით, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.