ირანის პრეზიდენტი - ბირთვულ ობიექტებს აღვადგენთ

02 ნოემბერი 2025, 20:02 146 ნახვა

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს. მასუდ ფეზეშქეინის თქმით, მათთვის შენობებისა და ქარხნების განადგურება პრობლემა არ იქნება, რადგან მათ უფრო ძლიერად აღადგენენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარებაა.

ცნობისთვის, აშშ-მა ივნისში ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე