ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას აპირებს და მზად არის ასევე რუს სამხედროებს ამ აპარატების მართვა შეასწავლოს - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები.
სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „კიევი დგას, ხარკოვი დგას, ოდესა დგას.
ქვეყნის მთავარ ქალაქებს უკრაინული მხარე აკონტროლებს და აქვთ ძალა, რომ გმირულად დაიცვან საკუთარი თავი, არმიის დამსახურებით, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკა, ნატო და სხვა მოკავშირეები“, – განაცხადა სალივანმა.