უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

10 ივლისი 2022, 17:36 741 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინაში, დაღუპულია კახა გოგოლი. იგი გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.   

ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული. საქართველოში ჯარისკაცის ცხედარს უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.

მეზობლების ინფორმაციით, იგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი