აშშ-ი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

09 ივლისი 2022, 10:02 443 ნახვა

ამერიკა უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემას მიაწოდებს. საუბარია 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტზე, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის სისტემებისა და ახალი მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას. 

პაკეტში შედის ოთხი ზემობილური საარტილერიო სარაკეტო სისტემა. უკრაინის არმია მათ გამოიყენებს ისეთი მიზნების დასაზიანებლად, როგორიცაა იარაღის საწყობები, რომლებსაც მართვად რაკეტებს ესვრიან შორი მანძილიდან, სადაც არტილერია ვერ სწვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში