ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას მის საჰაერო სივრცეში ჰელიუმის კონტრაბანდისტული ბუშტების მუდმივი შეჭრის გამო. „ეს პროვოკაციაა.
ჩვენ მას თავისი სახელი დავარქვით- ჰიბრიდული საფრთხე. ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - წერს იგი იქს-ზე და აღნიშნავს, რომ საჰაერო ბუშტები კიდევ ერთი მიზეზი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობისა და ევროპული დრონების დაცვის ინიციატივების დასაჩქარებლად.