იმამოღლუს ახალი ბრალდება წაუყენეს

27 ოქტომბერი 2025, 14:41 122 ნახვა

თურქეთის სასამართლომ  პატიმრობაში მყოფ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს კიდევ ერთი  „პოლიტიკური ჯაშუშობის“ ბრალდება წაუყენა-წერს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქეს, იმამოღლუს, რომელიც მარტიდან ციხეში იმყოფება კორუფციის ცალკეული ბრალდებების სასამართლო პროცესის მოლოდინში, ივლისში ახალი პატიმრობა მიესაჯა სტამბოლის მთავარი პროკურორის შეურაცხყოფისა და მუქარისთვის. იმამოღლუ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას.
მან კვირას სასამართლოში და პარასკევს ციხიდან გაკეთებულ განცხადებაში უარყო უახლესი ბრალდება. „ასეთი ცილისწამება, ტყუილი და შეთქმულება ეშმაკსაც კი არ გაუვლია თავში!“ - დაწერა მან იქს-ზე. სტამბოლის სასამართლომ ღამით გამოსცა დაპატიმრების ორდერი იმამოღლუსა და კიდევ ორი ​​პირის დაკავების ორდერი.
ისინი ეჭვმიტანილები არიან 2019 წელს მერის არჩევნების დროს 4.7 მილიონი ამომრჩევლის კონფიდენციალური მონაცემების გაჟონვის ხელშეწყობაში, რომლებიც შემდეგ უცხოური სადაზვერვო სააგენტოებს გადაეცათ. იმამოღლუს მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია ბრალდებებს პოლიტიზებულს და ანტიდემოკრატიულს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე