სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქი პუსანი, რომელიც მიმდინარე კვირაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისთვის ემზადება. ტრამპი, რომელმაც ვაშინგტონი პარასკევს ღამით დატოვა, მალაიზიასა და იაპონიის შემდეგ სამხრეთ კორეას ეწვევა.
აშშ-ის პრეზიდენტი პუსანში ოთხშაბათს ჩავა. თეთრი სახლის მიერ გამოცხადებული გრაფიკის თანახმად, ვიზიტის დროს ტრამპი ხუთშაბათს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება და ვაშინგტონში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების ფორუმის დაწყებამდე დაბრუნდება.