ტრამპმა აშშ-იაპონიის ურთიერთობებს შესანიშნავი უწოდა

28 ოქტომბერი 2025, 14:40 69 ნახვა

იოკოსუკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის შესახებ განაცხადა, რომ ის „ერთ-ერთ დიდ პრემიერ-მინისტრად დარჩება ისტორიაში“. 
ტაკაიჩი და ტრამპი საზღვაო ბაზაზე ვერტმფრენით ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც დღის დასაწყისში ხელი მოაწერეს ვაჭრობისა და იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებებს. ბაზაზე განთავსებულია ავიამზიდი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების ძლიერი წარმომადგენლობის ნაწილია რეგიონში.
ტრამპმა   ავიამზიდ ჯორჯ ვაშინგტონზე ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების დაცვის საქმესთან დაკავშირებით აღარ იქნებან პოლიტკორექტულები. „ახლა თუ ომში ვიქნებით, ომს მოვიგებთ.
მოვიგებთ ისე, როგორც არასდროს არავის მოუგია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  ტრამპმა  იაპონიასთან ურთიერთობას „შესანიშნავი“ უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე