აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას.იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება იქნება ახალი ოქროს ხანის დასაწყისი აშშ-იაპონიის ურთიერთობაში. დონალდ ტრამპმა კი შეაქო იაპონია, როგორც პარტნიორი და აღნიშნა, რომ ქვეყანა აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა.