,,გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე"- ამ მოთხოვნით ქობულეთში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია მოაწყვეს. მათი თქმით, დავით მჭედლიშვილმა 3 ივლისის აქციაზე თანამშრომლებს წასვლა აუკრძალა და მათ სამსახურებიდან გაშვებით დაემუქრა.
ოპოზიციის განმარტებით ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" ღიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს საპასუხო კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია და მიზეზად საკრებულოს პიარმა მისი მოუცლელობა დაასახელა.