აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე.
ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი და ლონდონი შემდგომშიც გააგრძელებენ ძლიერ და ერთიან მიდგომას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში, ასევე რუსეთისთვის სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში.