ვითარება უკრაინაში ომის 135-ე დღეს

08 ივლისი 2022, 10:15 580 ნახვა

უკრაინაში ომის 135 დღე ისევ საომარი მოქმედებების ფონზე გათენდა. ახლა ინტენსიური ბრძოლები დონესკის მიმართულებით მიმდინარეობს.  დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ დღეში  6 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  ქალაქ კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  6  კი დაშავდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დონეცკის ოლქში სულ მცირე 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1517 - დაშავდა.

პავლო კირილენკო  განმარტავს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიშები მიიტანა ქალაქ სლავიანსკზე, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ბოლო 24 საათში განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად 2 ადანუაბუ დაიღუპა ქალაქ ავდიივკაში.

3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმას ხარკოვში, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის სოფლების მიმართულებითაც.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი