რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა ტრიოს ქვეყნების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული პოლიტიკის ცენტრმა ბრიუსელში ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართა.
განხილვას ცენტრის მთავარი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაკეი პოპოვსკის უძღვებოდა. მისი თქმით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ბევრი ისეთი გვერდითი ეფექტი მოჰყვა, რომელსაც პუტინი არ ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, პოპოვსკიმ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს.
ხაზი გაუსვა პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, ამასთან, აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ევროპაში სწრაფვას ხელს უშლის, განსხვავებით მოლდოვისა, სადაც პრეზიდენტი და მთავრობა მკაფიოდ განსაზღვრავს ევროპული კურსის დღის წესრიგს. გარდა ამისა, მაკეი პოპოვსკიმ აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მცდელობა წარმატებულად მიმდინარეობს.