ირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ ომში ჩავერთოთ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს

06 ივლისი 2022, 15:03 707 ნახვა

,,საქართველო რომ ყოფილიყო, ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი“ - ეს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცახდებაა. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიიღო, რომ ომში არის ჩაბმული.

კობახიძის განცხადებით,  მათ აქვთ  იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ამბობს, რომ „ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში