დიდი ოცეულის სამიტი - აშშ-ის პოზიცია

06 ივლისი 2022, 10:33 656 ნახვა

ოფიციალური ვაშინგტონი მოელის, რომ დიდი ოცეულის ქვეყნები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მკაფიოდ ისაუბრებენ, გააძლიერებენ ძალისხმევას რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის, უკრაინის მხარდაჭერასა და კრემლის აგრესიით შექმნილი გლობალური გამოწვევების დასაძლევად . ამის შესახებ  აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა.

ნედ პრაისმა, აღნიშნა, რომ დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც ინდონეზიაში გაიმართება მნიშვნელოვანია მრავალი საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის. რაც შეეხება აშშ-ის სახელწმიფო მდივნის გადაწყვეტილებას, ცნობილია, რომ ის სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავს.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ასეთი შეხვედრისა და მოლაპარაკებები პირობები ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. 

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი მომდევნო კვირაში ინდონეზიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი