აშშ-ის არმიის გენერალი კრისტოფერ კავოლი ნატოს ახალი მთავარსარდალი გახდა. საზეიმო ცერემონია ბელგიის ქალაქ მონსში, ევროპაში მოკავშირე სახელმწიფოების უმაღლეს შტაბში გაიმართა.
ამ თანამდებობაზე გენერალმა კავოლიმ გენერალი ტოდ უოლტერსი შეცვალა, რომელიც პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. ნატოს უმაღლესი სარდლობა პასუხისმგებელია ალიანსის ყველა ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაზე.
გენერალი კავოლი ევროპაში ნატოს რიგით მე-20 უმაღლესი მთავარსარდალი გახდა. კავოლი თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და მანამდე იყო პენტაგონის გაერთიანებული შტაბის რუსეთის საქმეთა დირექტორი.
ახლა გენერალი ალიანსის გაფართოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის მომხრეა.