აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის აღმასრულებელი დირექტორების სამიტზე ჩავიდა. ეს მისი აზიური ტურნეს ბოლო ქვეყანაა, მანამდე ტრამპი მალაიზიასა და იაპონიაში იმყოფებოდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტის გამოცდიდან რამდენიმე საათში ტოკიოდან სამხრეთ კორეაში ჩასული ტრამპი აღმასრულებელი დირექტორების სამიტს სიტყვით მიმართავს და, სავარაუდოდ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონგს შეხვდება.
დღის წესრიგის მთავარი საკითხი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხი იქნება, ხუთშაბათს კი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.