სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს

02 ივლისი 2022, 10:21 805 ნახვა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტისთვის მზადება აქტიურად გრძელდება და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა სანქციების გამკაცრებასაც ითხოვს. 

ცნობისთვის, რუსეთი ოქროს მოპოვების სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა და  მისი ექსპორტი 2021 წელს 12 მილიარდ 6 მილიონ  ფუნტ სტერლინგად შეფასდა. 

რუსეთიდან ოქროს იმპორტის შეწყვეტაზე ისაუბრეს დიდი შვიდეულის ლიდერებმაც, მადრიდში გამართულ სამიტზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი