განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასეს და ამ მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
გენერალი სტეფან კოვიტცი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო.