დღეიდან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთია. სტატუსი საფრანგეთისგან უკვე გადაიბარა, ფორმალური ცერემონია კი მადრიდში, ნატო-ს სამიტზე გაიმართა.
ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში მათი პრიორიტეტები იქნება უკრაინის მხარდაჭერა, ომით გამოწვეული საიმიგრაციო კრიზისის დარეგულირება, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება-აცხადებენ ჩეხეთის ხელისუფლებაში, სადაც ასევე იმედი აქვთ, რომ მათი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ნატო-სთან დეკლარაციას მოეწერება ხელი.