დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ტოქსიკური მასკულინობის იდეალური მაგალითი“ უწოდა იმას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში აკეთებს. ამის შესახებ ჯონსონმა განუცხადა გერმანულ ტელეარხს.
მისი თქმით, პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, არ დაიწყებდა „გიჟურ მაჩო-ომს“ და უკრაინაში არ შეიჭრებოდა.