მაკრონი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებს

29 ივნისი 2022, 11:00 781 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაზე, რისკენაც მას მანამდე უკრაინის ლიდერმა მოუწოდა.

„ჩვენ არ გვჭირდება რაიმე შეფასება მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით ამ სანქციების დასაწესებლად მისი უკრაინაში შეჭრის გამო“, - თქვა მაკრონმა ზელენსკის მოწოდების კომენტირებისას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა რუსეთი  ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

პრეზიდენტმა მაკრონმა სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას „ომის დანაშაული“ უწოდა და დასძინა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი