რვა ადამიანი დაიღუპა ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო

28 ივნისი 2022, 10:57 436 ნახვა

რვა ადამიანი დაიღუპა ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის  გამო.  დაშავებულია 23 პირი. ინფორმაციას „ბიბისი“ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქში უკანასკნელი დიდი ქალაქია, რომელსაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში