ქობულეთში კონკურსის შედეგად 6 საჯარო მოხელე შეარჩიეს

27 ივნისი 2022, 18:54 179 ნახვა

ქობულეთის მერიაში ექვს ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები მერმა დღეს ოფიციალურად წარადგინა.

შეარჩიეს ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები და შიდა აუდიტის სამსახურის  განყოფილების უფროსი, რომელთაგან ახალი მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბეჟანიძეა არიან, სხვები მერიაში მუშაობდნენ.  

გიორგი ბეჟანიძე კერძო სექტორიდან მოვიდა და გიორგი ბოლქვაძეს კი საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში