რატომ შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისვლის თარიღი? რატომ აბარებს 24 ივნისის ნაცვლად, ორი დღით ადრე დეპუტატებს ანგარიშს?
ამ და სხვა კითხვაზე პასუხს ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერისგან ელოდებიან. ძირითადი კითხვები კი ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სამთავრობო პროგრამას შეაჯამებს. იქნება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატებიც - ასეთია დღევანდელი პლენალური სხდომის ფორმატი.