ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპულ პერსპექტივად რჩება. წამზომი ჩართულია - ევროპიდან საქართველოს ისევ დააკვირდებიან - ქვეყანას კვლავ აქვს შანსი მოკლე პერიოდში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური აქტორების მოქმედება, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია - გზა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ღია კარში შეიყვანს 12 ნაბიჯად გაიწერა.
ახლა აქტუალურია საკითხი ვინ როგორ აპირებს ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას. ოპოზიციისთვის პირველ ადგილზე დეოლიგარქიზაცია დგას და ამ პროცესში სრული პასუხისმგებლობა, მათი აზრით, ხელისუფლებას აკისრია.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ბრიუსელმა თბილისს დაავალა, ეტაპობრივად უკვე სრულდება და ისინი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.