რატომ გასხვისდა რეკრეაციული ზონა?

13 მაისი 2016, 00:00 4198 ნახვა

საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატები" კიდევ ერთი რეკრეაციული ზონის გასხვისებასა და კანონის უგულვებელყოფაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ ახალ ბულვარში მდებარე მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით გაასხვისა, მერიამ კი სამშენებლო ნებართვა გასცა. დეპუტატები ამბობენ, რომ მერიის ზონალური შეთანხმების კომისიამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და გამოსცა აქტი რეკრეაციულ ზონაში დაუშვებელი სახეობის დაშვებულად ცნობის შესახებ. საკითხზე კომენტარი გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა.

არქიტექტურის სამსახურის პოზიციას მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი