ომის 114-ე დღე

17 ივნისი 2022, 10:07 615 ნახვა

უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი სარაკეტო იერიშები განხორციელდა-იტყობინებიან  უკრაინული წყაროები. 

ხარკოვსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ოდესიდან იუწყებიან, იქ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა.  

რუსეთის უწყვეტი საარტილერიო დაბომბვების გამო, ქალაქ სევეროდონეცკში მდებარე "აზოტის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება - ადგილზე 568 ადამიანი რჩება, მათ შორის 38 ბავშვი.

4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთის საჰაერო თავდასხმას ქალაქ ლისიჩანსკზე,  დაშავებულია 7. რუსულმა ჯარებმა შეტევა განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი