ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში

17 ივნისი 2022, 11:12 539 ნახვა

მიიღებს თუ არა საქართველო  კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ან რა ფორმით და დათქმით? ევროკავშირის ვერდიქტამდე 1  კვირა გვაშორებს.  სწორედ  23 ან 24 ივნისს გაირკვევა გახდება თუ არა  ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი.  

მნიშვნელოვან და ისტორიულ  გადაწყვეტილებამდე კი დღეს შეფასების დოკუმენტი  გასაჯაროვდება, რომელსაც   სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

სწორედ ამ შეფასების დოკუმენტის  საფუძველზე მიიღებს ევროკავშირის  27 ქვეყნის მეთაური  გადაწყვეტილებას მიანიჭებენ თუ არა  საქართველოს უკრაინასა და  მოლდოვას  კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში