ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მუშაობენ როგორ შეიძლება მეტი მხარდაჭერა და საქართველოსთან პარტნიორობის უფრო გაძლიერება. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.
იენს სტოლტენბერგმა შტატების თავდაცვის მდივანთან ერთად ორდღიანი სამიტი შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი შეიარაღება იყო. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო მადრიდის სამიტი, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება - აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ცოტა ხნის წინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ ღია კარის პოლიტიკაზე ლიდერების პოზიცია უცვლელი დარჩება.