მზად ვართ მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად არის ომი დაასრულოს - ზელენსკი

14 ივნისი 2022, 10:19 569 ნახვა

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ მოსკოვს ნამდვილად სურს ომის დასრულება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გვაქვს ეჭვები და ჩვენ მზად ვართ, ვილაპარაკოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად არის, ომი დაასრულოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მიხაილ პოდოლიაკი კი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი აუცილებლად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა არა დღეს და არა რუსეთის პირობებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში